თამარ გაბუნია: შობის დღესასწაულს უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, რაც რისკის მატარებელია – მოვუწოდებთ მოსახლეობას, სტუმრიანობასაც მოვერიდოთ
“შობის დღესასწაულს ასევე უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი. კიდევ ერთხელ გვინდა, მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ პირადი დაცვის საშუალებებს ნუ დავივიწყებთ და სტუმრიანობასაც მოვერიდოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე რამდენიმე კვირაა, დაიწყო რელიგიური მსახურებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი.
„შობის დღესასწაულზე იცით, რომ კიდევ ერთი დაანონსებული შეზღუდვის მოხსნა იქნება 6 დეკემბრის ღამეს. შობის დღესასწაულს ასევე უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი. კიდევ ერთხელ გვინდა, მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ პირადი დაცვის საშუალებებს ნუ დავივიწყებთ და სტუმრიანობასაც მოვერიდოთ. უკვე რამდენიმე კვირაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო რელიგიური მსახურებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი. თუ ოდნავ მაინც საეჭვო შემთხვევაა, უნდა მოხდეს მისი დროული მისი დროული იდენტიფიცირება და ამ პირმა მსახურებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ეს არის ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ტარდება და რამდენიმე კვირაა, ეს პროცესი დაწყებულია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.