ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, საპირისპირო მხარეს მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ერთ-ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო ორი დაშავდა.