ეკატერინე ტიკარაძე: ონკოპაციენტებისთვის მკურნალობა უფასო გახდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს.

„უმნიშვნელოვანესი რეფორმა გატარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რომლის ფარგლებში ონკოპაციენტებისთვის მკურნალობა გახდა უფასო. ყოველ პაციენტზე გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი გაიზარდა 8 000 ლარით, რის შედეგადაც, ჯიბიდან გადახდები საშუალოდ 25 მილიონი ლარით შემცირდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს წლიური ანგარიში წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები