ეკატერინე ტიკარაძე: დღევანდელი ვითარება კოვიდპანდემიის კუთხით არის სტაბილური

“დღევანდელი ვითარება კოვიდპანდემიის კუთხით არის სტაბილური”, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ წლიური ანგარიშის შემდეგ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას წესებისა და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობის შესახებ შეახსენა.

მისი თქმით, ამ სტაბილურობამ გათამამების ეფექტი არ უნდა მოგვცეს.

„დღევანდელი ვითარება კოვიდპანდემიის კუთხით არის სტაბილური, თუმცა, ამან ჩვენ არ უნდა მოგვცეს გათამამების ეფექტი და მნიშვნელოვანი არის, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავრჩეთ სახლში, თუ არ არის საჭიროება აუცილებლად გადაადგილების, ვინაიდან შენარჩუნდეს შედეგები, რომელიც სამკვირიანი ჩაკეტვის შედეგად მივიღეთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 206 313. გარდაიცვალა 2 418.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები