თბილისში თვალჭრელიძის ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სამგორის რაიონის გამგეობამ თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა 24 000 კვ.მ ფართობის საგზაო ინფრასტრუქტურა, რისთვისაც სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 330 000 ლარი გამოიყო.
დასკვნით ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.
თვალჭრელიძის ქუჩა შემოვლითი გზაა, რომელიც ტრანსპორტს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ გავლის გარეშე, კახეთის გზატკეცილიდან ვარკეთილის მეურნეობას აკავშირებს. თვალჭრელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 30 წელზე მეტია არ დაგებულა, ამჟამად კი, სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა.
თვალჭრელიძის ქუჩაზე 19 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარი. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, საგზაო ინფრასტრუქტურა 24 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.
სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „ენდი როუდი“ შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები