გლდანის რაიონში ლითონის მოაჯირები კიდევ რვა მისამართზე განთავსდა

გლდანის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, უსაფრთხოების მიზნით, ლითონის მოაჯირების მოწყობას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, ლითონის მოაჯირები კიდევ რვა მისამართზე განთავსდა.
მოაჯირების მოწყობის სამუშაოები ამჯერად გლდანის ხევის N4 კორპუსის, აფხაიძის ქუჩის III ჩიხის N5-6-8-9 კორპუსების, ავჭალის ქუჩაის N11-ისა და მშვიდობის ქუჩის N16-ის მიმდებარედ განხორციელდა, ასევე, მუხიანის N4 ბ მიკრორაიონის N29ა კორპუსისა და გლდანის მეშვიდე და მერვე მიკრორაიონებს შორის. მოაჯირები მოეწყო თავისუფლების ქუჩაზეც, N208 სკოლის მიმდებარედ და თავისუფლების N25 კორპუსთან.
მოაჯირების მოწყობის სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ განახორციელა.
2020 წელს უსაფრთხოების მოაჯირები, ჯამურად, 22 მისამართზე განთავსდა, რისთვისაც 91 809 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები