საბურთალოს რაიონში საახალწლო ნობათები დარიგდა

საბურთალოს რაიონში არსებულ ხუთივე უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, ასევე, ვეტერანებსა და უსინათლოთა კავშირის წევრებს საახალწლო ნობათები გადაეცათ.
პანდემიის პირობებში, რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს ნობათები სახლებში, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დაურიგდათ.
აქციაში მონაწილეობა საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა მიიღეს.
საახალწლო ნობათი, ჯამურად, 1415 -მა ბენეფიციარმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები