თავხელიძის N1-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თავხელიძის N1-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა.

შემოღობილ ტერიტორიაზე სხვადასხვა ატრაქციონი უკვე დამონტაჟდა. მოეწყო განათების ქსელი, დაირგო ბუჩქები, იხატება კედელიც. მომდევნო ეტაპზე, პარკში სკამები და ურნები განთავსდება.

მიმდინარე წელს ვაკის რაიონის გამგეობის მიერ, ჯამურად, 24 დასასვენეველი სივრცის პროექტი დაფინანსდა. 18 მისამართზე სამუშაოები დასრულდა, 6-ზე კი – მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები