სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ოჯახებისთვის პროდუქტების დარიგება გრძელდება. თბილისში, ბელიაშვილზე მდებარე სპორტულ კომპლექსში შეგროვებულ პირველადი მოხმარების ნივთებსა და პროდუქტებს მოხალისეები ახარისხებენ, რის შემდეგაც ისინი იგზავნება გამგეობებში, რომლებიც, თავის მხრივ, შეგროვებულ პროდუქტებს სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ ოჯახებს გადასცემენ.
პროდუქტის დახარისხების პროცესს გაეცნო დღეს თბილისის მერი – კახა კალაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა ადამიანებს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის გამო შექმნილი რთული ვითარება მალე გამოსწორდება. მისივე განმარტებით, აღნიშნული პროდუქტების გარდა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათი, ტრადიციულად, დამატებით გადაეცემათ.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც მოხალისედ ჩაერთო პროექტში, ასევე, მერიისა და გამგეობის თანამშრომლებს, ბიზენსსექტორის წარმომადგენლებს, რიგით თბილისელებს, სოლიდარობისთვის. მართლა კეთილ საქმეს ვაკეთებთ. არაფერი არსებობს იმ გრნობაზე მაგარი, რასაც სოლიდარობა ჰქვია. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე შევძლებთ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას.
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობაა, ამიტომ ყველამ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და ვატაროთ პირბადე, რომელიც ყველაზე კარგი დამცავი საშუალებაა, როგროც საკუთარი თავის, ასევე ირგვლივ მყოფი ადამიანების,“ – განაცხადა ქალაქის მერმა.