თბილისში, ინგუშეთის ჩიხსა და გასასვლელში ასფალტის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს განაგრძობს. გამგეობამ წელს 22 ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. ასევე, მოეწყო შიდა ეზოები. რამდენიმე მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება გლდანში, ინგუშეთის ჩიხსა და გასასვლელში, რომლის ფარგლებში, დაახლოებით, 3 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბი ემ სი“ ახორციელებს, დაახლოებით, 195 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე პროცესს გლდანის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები