„მისთვის სიკვდილი აღარ შეიძლებოდა, ახლა თოჯინაზე უნდა ეზრუნა“ – ობოლი გოგონა, რომლის სიცოცხლეც თოჯინამ იხსნა 

ეს პატარა გოგონა ბლოკადის დროს ლენინგრადიდან ქალაქის ევაკუაციისას გამოიყვანეს. მას ლენა ერქვა. გოგონას თავისი გვარი დავიწყებული ჰქონდა. მართალია, ის ძალიან პატარა იყო, თუმცა სახეზე ენით აღუწერელი ტანჯვა ეხატა. ლენამ მთელი ოჯახი დაკარგა: დედა, ბებია, უფრო ძმა… ის სპეციალურმა ბრიგადამ იპოვა, რომელიც კარდაკარ დადიოდა და დაობლებულ ან სიკვდილის პირას მყოფ ბავშვებს ეძებდა.

ლენას არ ახსოვდა, როგორ წაიყვანეს, არ ახსოვდა, როგორ მოხვდა ბავშთა სახლში… პატარა და გამოფიტული იყო, დიდი თავით და ძალიან გამხდარი ფეხებით.

მას ჭამა არ უნდოდა… დისტროფიის დროს ხშირად ხდება ასე. იგი ხან საწოლში იწვა, ხანაც პატარა სკამზე დამჯდარი ღუმელთან თბებოდა და დუმდა. აღმზრდელები ფიქრობდნენ, რომ ლენა ვერ გაუძლებდა და გარდაიცვლებოდა, ვინაიდან ძალიან ბევრი ბავშვი დაიღუპა. გამოფიტულ ლენას ჭამის ძალა არ ჰქონდა, არც თამაში უნდოდა და თითქოს, არც სუნთქვა…

ბავშვთა სახლში იყო ბიძია კოლიაც – ფრონტზე მყოფი 20 წლის ცალფეხა ბიჭი, რომელიც ბავშვებისთვის ღუმელს ანთებდა ხოლმე. მან ძველი პირსახოცით, როგორღაც, თოჯინა გააკეთა. მართალია, თოჯინა ცოტა მახინჯი იყო, თუმცა მიხატული თვალები, პირი და ცხვირი ჰქონდა. კოლიამ  ეს თოჯინა ლენას მისცა და უთხრა:

ლენოჩნკა, დაარწიე თოჯინა. ასწავლე მას კარგად ჭამა! შენ ახლა მისი დედა ხარ და კარგად უნდა მოუარო, თორემ ის ავადაა და ძალიან დასუსტდა. ვეღარც კი ტირის!“

როგორც ამბობენ, ლენამ თოჯინა გულში ჩაიხუტა და რწევა დაუწყო. სადილობის დროს აჭმევდა ფაფას და რაღაცას ეჩურჩულებოდა ყურში. ცოტა ხანში თვითონაც შეჭამა ფაფა და პურის ნაჭერი.

ლენას თოჯინასთან ერთად ეძინა, მასაც ათბობდა ღუმელთან, ეხუტებოდა და ზრუნავდა მასზე.

გოგონა გადარჩა, რადგან მისთვის სიკვდილი აღარ შეიძლებოდა. მას უკვე თოჯინაზე უნდა ეზრუნა.

როდესაც ვინმეზე ზრუნვაა საჭირო, ეს სიცოცხლის ძალას ანიჭებს ხოლმე ისეთ ადამიანებს, როგორც ლენა იყო. ის გაიზარდა და გასაკვირიც არაა, რომ მედდა გახდა. დიდხანსაც იცოცხლა. მისი ხელები მუდამ საქმეში იყო, ხოლო გული – სიყვარულით სავსე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები