ეკატერინე ტიკარაძე: ცენტრალური ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმების მიერ 28 000-მდე სიმპტომიანი პაციენტი იმართა

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმების მიერ 28 000-მდე სიმპტომიანი პაციენტი იმართა“,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მონიტორ-ოპერატორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით 303 000 პაციენტთან დაკავშირება მოხდა.

„მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე გასულ თვეში ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარ ბაზაზე შექმნა ორი ცენტრალური ონლაინ კლინიკა, რომელიც 228 თანამშრომლით ოპერირებს ორი მიმართულებით – ოჯახის ექიმების მიერ პაციენტების ბინაზე ზედამხედველობა, ხოლო მონიტორ-ოპერატორების მიერ ონლაინ-კლინიკების მომსახურების ხარისხის მონიტორინგი. 22 ოქტომბრიდან დღემდე ცენტრალური ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმების მიერ იმართა 28 000-მდე სიმპტომიანი პაციენტი. ხოლო ჯამში განხორციელდა 112 000-მდე ზარი. მონიტორ-ოპერატორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით 303 000 პაციენტთან დაკავშირება მოხდა”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები