ეკატერინე ტიკარაძე: თუ გაზაფხულზე ყოველდღიურად ტესტირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 400, დღეისათვის ეს მონაცემი 20000-ს აღწევს

„თუ გაზაფხულზე ყოველდღიურად ტესტირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 400, დღეისათვის ეს მონაცემი 20000-ს აღწევს“, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მოხდა ლაბორატორიული ქსელის მობილიზება, რის შედეგად ლუგარის ლაბორატორიის გარდა კერძო დაწესებულებებშიც ამოქმედდა PCR ტესტირება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენციისთვის შეიქმნა ონლაინ კლინიკები, ცხელების ცენტრები, საკარანტინე და ცხელების სასტუმროები, სადაც პაციენტები ხარისხიან მომსახურეობას იღებენ.

“მოვახდინეთ ლაბორატორიული ქსელის მობილიზება, რის შედეგად ლუგარის ლაბორატორიის გარდა კერძო დაწესებულებებშიც ამოქმედდა PCR ტესტირება. ტესტირების ნაწილში, ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს: თუ გაზაფხულზე ყოველდღიური ტესტირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 400, დღეისათვის ეს მონაცემი 20000-ს აღწევს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები