ეკატერინე ტიკარაძე: იქმნება შრომის ინსპექციის სამსახური, რომლიც გაზრდილი მანდატითა და რესურსებით შეუდგება საქმიანობას ჩვენი მოქალაქეების შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2021 წლის 1 იანვრიდან შრომის პირობების ინსპექტირება ახალ საფეხურზე გადადის.

მისივე თქმით, იქმნება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური, რომლიც გაზრდილი მანდატითა და რესურსებით შეუდგება საქმიანობას ჩვენი მოქალაქეების შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით.

„2021 წლის 1 იანვრიდან შრომის პირობების ინსპექტირება ქვეყანაში გადადის ახალ საფეხურზე. 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“, რომლის თანახმად, იქმნება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური, რომლიც გაზრდილი მანდატითა და რესურსებით შეუდგება საქმიანობას ჩვენი მოქალაქეების შრომის უსაფრთხოებისა და ახლა უკვე შრომითი უფლებების დაცვის მიზნით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები