წელს მთაწმინდის რაიონში 21 სადარბაზო რეაბილიტირდა
მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, 21 სადარბაზო სხვადასხვა მისამართზე რეაბილიტირდა.
აღნიშნული სამუშაოები მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე ჩატარდა. პროექტის განხორციელების შედეგად, ყველა მისამართზე შეიღება კედლები და ჭერი, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეზოში არსებულ თაღებსაც.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 298 000 ლარი გამოიყო.