ისნის რაიონში კიდევ ორი დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კიდევ ორ მისამართზე დასასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცე მოაწყო.
ლეხ კაჩინსკის N9-სა და აწყურის ქუჩა N11-ში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საბავშვო ატრაქციონები და ლედ განათება დამონტაჟდა. ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთა. ირგვლივ სკამები და ურნები განთავსდა.
აღნიშნული რეკრეაციული სივრცეები 520 კვ. მ ფართობზე მოეწყო და გამგეობის ბიუჯეტიდან 130 861 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები