ლევან დავითაშვილი: 2021-2027 წლების სტრატეგიაში აქცენტი გაკეთდება ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ეკოსისტემის შენარჩუნებაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
მისი თქმით, სამინისტრომ შეიმუშავა 2021-2027 წლების სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან, ევროპულ მიდგომებთან და გულისხმობს სოფლად არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიმართულების, არამედ – ეკონომიკის სხვა მიმართულებების განვითარებას, აქცენტი იქნება ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ეკოსისტემის შენარჩუნებაზე.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია შეიქმნა არსებული სტრატეგიების გამოცდილებისა და შედეგების, განხორციელებული რეფორმებისა და ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე.