მთაწმინდაზე, ალ. ჭავჭავაძის N5-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
თბილისში, მთაწმინდაზე, ალ. ჭავჭავაძის N5-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.
აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 30 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება. პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების-საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება.
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 520 000 ლარი დაიხარჯება.