აგლაძის N39–ში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა
დიდუბის რაიონის გამგეობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს.
მათ შორის, აგლაძის ქუჩა N39–ში, 1 100 კვ.მ ფართობზე უკვე მოეწყო დეკორატიული ფილები, განათების სისტემა, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონი და ფიტნეს ტრენაჟორები.
სამუშაოების ფარგლებში, ასევე, დაიგო რულონული ბალახი და მოეწყო სარწყავი სისტემა. ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოისაზღვრება.
მოსასვენებელი სივრცის მოწყობა დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია 239 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ასრულებს.