კახა კალაძე: რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ უსახლკარო ოჯახებზე მედიაში შექმნილ “ფეიკ” კამპანიას, ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი აჰყვა ამ ამორალურ მანიპულაციას

“რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ “ფეიკ” კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე, ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოციალური ქსელების მომხმარებლები, ამ ამორალურ მანიპულაციას აჰყვნენ”, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

“რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოც. ქსელების მომხმარებლები, აჰყვნენ ამ ამორალურ მანიპულაციას. ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით “გაამძაფროთ” ყალბი ინფორმაცია?!.

ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ – წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არა მგონია ეს გრძნობა აწუხებდეთ”,- წერს კალაძე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები