ვაკის რაიონში, ამირეჯიბის N6-ის მიმდებარედ ასფალტის საფარს აგებენ
ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. ამჯერად, ასფალტის საფარი ამირეჯიბის N6-ის მიმდებარედ იგება.
პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 80 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების შედეგად, 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მონაკვეთი რეაბილიტირდება.
გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ ახორციელებს.
ასფალტის დაგების პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე გაეცნო.