ნიკა მელია: თავდასხმასა და კრიტიკას შორის უდიდესი სხვაობაა, ელჩების კრიტიკის ანტიდასავლურ კამპანიად მონათვლა არის სახელისუფლებო მედიის სურვილი
“თავდასხმასა და კრიტიკას შორის უდიდესი სხვაობაა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ელჩებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, ელჩების კრიტიკის ანტიდასავლურ კამპანიად მონათვლა არის სახელისუფლებო მედიის სურვილი.
„თავდასხმასა და კრიტიკას შორის უდიდესი სხვაობაა. უბრალოდ, კრიტიკაა და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის მთელს მსოფლიოში. კრიტიკის ანტიდასავლურ კამპანიად მონათვლა არის უბრალოდ სახელისუფლებო მედიის სურვილი, რომელსაც, ამ შემთხვევაში, თქვენ წარმოადგენთ. როგორ შეიძლება, პროსახელისუფლებო მედია ანტიდასავლურ კამპანიაში ადანაშაულებდეს ოპოზიციას“, – განაცხადა მელიამ.