ნიკა მელია: ვერავის მივანიჭებთ იმის თქმის ფუფუნებას, რომ ოპოზიციამ მოლაპარაკებების პროცესი ჩაშალა

“მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, არავის მიეცემა იმის თქმის საფუძველი, რომ ოპოზიციამ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.

„მიუხედავად ყველაფრისა, ბუნებრივია, ჩვენ იმ ფუფუნებას ვერ მივანიჭებთ ვერავის, რომ ვთქვათ, ჩვენ ჩავშალეთ მოლაპარაკებების პროცესი. ამიტომ, მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება, ჩვენ იქ ვიქნებით წარმოდგენილი, პარალელურად, ბუნებრივია, სამოქალაქო პროტესტის მზადება დაიწყება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოტივის გარშემო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები