ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მინიმალურად მოიხსნას, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელსაც მივაღწიეთ, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს
“ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მინიმალურად მოიხსნას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს ვიზიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პირველ ყოვლისა, ჩვენ კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს ექნებათ და შრომითი უსაფრთხოების სამსახურს.
ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მინიმალურად მოიხსნას, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელსაც მივაღწიეთ, არ იძლევა დიდი ოპოტიმიზმის საფუძველს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.