ვახტანგ გომელაური: წელს, ჯამურად, 12 ახალი შენობა ავაშენეთ, მომავალი წლისთვის კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2020 წელს უწყებამ, ჯამურად, 12 ახალი შენობა ააშენა”, – ამის შესახებ გომელაურმა საზოგადოებისთვის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

“მათ შორის: ავჭალაში გავხსენით დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. ორივე შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია სათანადო პირობები. წალენჯიხაში გავხსენით პოლიციის ახალი შენობა. პანკისში, სოფელ ძიბახევში აშენდა პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობა. ბაკურიანსა და რუსთავში გავხსენით პოლიციის ახალი შენობები. თბილისში, მომსახურების სააგენტოში გაიხსნა იარაღების სარეგისტრაციო ახალი შენობა, ხოლო რეგიონებში – ქუთაისსა და ბათუმში განახლდა ინფრასტრუქტურა. მაისში მცხეთაში გაიხსნა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი. მოგეხსენებათ, ცენტრი ერთი სარკმლის პრინციპით 50-მდე საპოლიციო სერვისს ახორციელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკი 2020 წელს განახლდა 320 ახალი ავტომანქანით. რაც შეეხება საგზაო უსაფრთხოების სულ ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებულია 4 696 ვიდეოკამერა და 251 სიჩქარის კონტროლის სექცია, რის საფუძველზეც ჯამურად კონტროლდება 1 100 კმ. სიგრძის საგზაო მონაკვეთი. მომავალი წლისთვის კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. აშენდება ახალი შენობები და განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები