ფალიაშვილის N6-ში სამგზავრო ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა
ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება.
ფალიაშვილის N6-ში მოქალაქეთა მომართვიანობის საფუძველზე, სამგზავრო ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რის შედეგადაც ლიფტის სხვადასხვა მექანიკური დეტალი განახლდა, დამონტაჟდა ახალი კაბინა, კარები და ჩარჩოები. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 23 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე შეხვდა.