ზღვისუბნის III მ.რ-ის IV კვარტლის N55 კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მ.რ-ის IV კვარტლის N55 კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 524 კვ.მ ფართობზე შესრულდა.
პროექტის ღირებულება 14 200 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები