დიდუბის რაიონში, 20 სხვადასხვა მისამართზე 81 საპარკე სკამი განთავსდა

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია დიდუბესა და დიღმის მასივში არსებულ სივრცეებში საპარკე სკამების განთავსება. ამ მომენტისთვის 20 სხვადასხვა მისამართზე 81 საპარკე სკამი განთავსდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – „სერვისი 2015“ – 82 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელა. დიდუბის რაიონის გამგეობა მოსახლეობის მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე ანალოგიური ტიპის სამუშაოებს მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები