მთაწმინდის ქუჩაზე, ახლად მოწყობილ სკვერში სხვადასხვა სახეობის ტრენაჟორი დამონტაჟდა
თბილისში, მთაწმინდის ქუჩის N4-ში, ახლად მოწყობილ სკვერში სხვადასხვა სახეობის გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორი დამონტაჟდა. აღნიშნულ სივრცეში განთავსებულ თითოეულ სპორტულ ინვენტარზე თან დართულია ინსტრუქცია და QR კოდი, რისი მეშვეობითაც ვარჯიშის ვიდეოინსტრუქციის ნახვაა შესაძლებელი.
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს ზონა 6 მისამართზე უკვე მოეწყო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარი გამოიყო.