ვერაზე, ი. გოგებაშვილის №43-ში რკინა-ბეტონის კედელი ეწყობა

ვერაზე, ი. გოგებაშვილის ქუჩა №43-ში რკინა-ბეტონის კედელი ეწყობა.
აღნიშნულ მისამართზე, ნაყარი მიწის ჩამოშლის შედეგად, კედლის მოწყობა გახდა საჭირო, რომელიც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.
ი.გოგებაშვილის ქ. №43-ში კედლის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 95 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული მისამართის გარდა, მიმდინარე წელს რაიონის მასშტაბით 12 საყრდენი კედელი აშენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები