თბილისში, ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში, ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
შემოღობილ ტერიტორიაზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, საბავშვო ზონა ატრაქციონებით განთავსდა. დამონტაჟდა სკამები, სანაგვე ურნები და განათების ბოძები. ირგვლივ დასასვენებელი პავილიონი მოეწყო, ასევე, დაირგო მცენარეები და მოიხატა კედლები.
სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯორჯიან სტოუნმა“ შეასრულა.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – დავით კვინიკაძე შეხვდა.
ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები