სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადმინისტრაციული შენობების გამართული ფუნქციონირებისთვის ყოველწლიურად აცხადებს ტენდერებს და აფორმებს ხელშეკრულებებს. მათ შორის არის ფარდა-ჟალუზის ხელშეკრულება, რომლის ჯამური ღირებულება სამოცდაოთხი ათას ლარს შეადგენს, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„აღნიშნული ხელშეკრულება შედგება 8 პუნქტისგან. ამ პუნქტებს შორის არის ორი პოზიცია, რომელთა ღირებულება განსაზღვრულია ათას სამასორმოცდაათი ლარით და არა – სამოცდაოთხი ათასი ლარით.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს პუნქტს, რომლის მიხედვით მომსახურება გაიწევა 2021 წლიდან, მხოლოდ მოთხოვნის და საჭიროების შემთხვევაში.
აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, არცერთი თეთრი არ არის დახარჯული და მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
გვსურს, აღვნიშნოთ, რომ მსგავსი, დამახინჯებული ფორმით ინფომაციის გავრცელება, ემსახურება სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციასა და საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას.
მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს მეტი პასუხისმგებლობისა და ინფორმაციის გავრცელებამდე, მისი ჯეროვანი გადამოწმებისაკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები