თბილისის მერიამ და გამგეობებმა შეგროვებული პროდუქტების დარიგება დაიწყეს

თბილისის მერიამ და გამგეობებმა, მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების მიზნით, ბიზნეს სექტორისა და კერძო პირების მიერ შეგროვებული პროდუქტების დარიგება დაიწყეს.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ შემომწირველს და აღნიშნა, რომ, შეგროვებული პროდუქტების გარდა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების მიზნით, თბილისის ბიუჯეტში უკვე გამოიყო 1 200 000 ლარი.
ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის ნობათების გადაცემის პროცესში გამგეობის თანამშრომლებსა და მოხალისეებთან ერთად, გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ჩაერთო.
პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების აქციას 25-ზე მეტი კომპანია შეუერთდა. ამ ეტაპზე, საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების დაახლოებით 7 000 პაკეტი შეგროვდა, რომელიც, თბილისის მასშტაბით, 4 000 ოჯახს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები