სოლოლაკში, იაშვილის №7-ში რკინა-ბეტონის კედელი მოეწყო
თბილისში, სოლოლაკში, იაშვილის №7-ში რკინა-ბეტონის კედელი მოეწყო. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, იტალიური ტიპის ეზოში გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნა, რომელსაც შესაძლოა, მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლი დაეზიანებინა.
მსგავსი პრობლემის გამო, წლის დასაწყისიდან გამგეობამ რაიონში 11 კედლის მშენებლობა დაასრულა, 3-ის კი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი არის გამოყოფილი.