თბილისში, ფიროსმანის N15-ში ქანობიანი სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის N15-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ქანობიანი სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 15,000 ლარია. აღნიშნულ მისამართზე 33 ოჯახი ცხოვრობს.
მსგავსი სამუშაოები რაიონში 30 მისამართზე დასრულდა, ხოლო ერთზე – მიმდინარეობს.