მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს ვაკის რაიონში 400 ოჯახი მიიღებს

თბილისის მერიამ მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დასახმარებლად ბიზნეს სექტორისა და კერძო პირების მიერ შეგროვებული პროდუქტების დარიგება დაიწყო.
პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქციას 25-ზე მეტი კომპანია შეუერთდა.
ამ ეტაპზე, ვაკის რაიონში ნობათებს 400 ოჯახი მიიღებს.
დღეს პროდუქტის დარიგების პროცესში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით კვინიკაძესთან და გამგეობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ნოდარ ტურძელაძე ჩაერთო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები