ყაზბეგის N55-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყაზბეგის N55-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო. 2 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე საბავშვო ზონები კომპლექსური ატრაქციონებით განთავსდა. დამონტაჟდა დასასვენებელი პავილიონები და სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი. მოეწყო განათების და სარწყავი სისტემები. რეკრეაციულ სივრცეში მცენარეები დაირგო.
პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 204 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე შეხვდა.