ისნის რაიონში, ორ მისამართზე დასასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კიდევ ორ მისამართზე დასასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცე მოაწყო.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N141-ში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ლედ განათება დამონტაჟდა, ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთა. ირგვლივ სკამები, ურნები და ფანჩატური განთავსდა.
გაბრიელ სალოსის გამზირის N149-ში, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული გია შიხიაშვილის სახელობის სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
აღნიშნული რეკრეაციული სივრცეები 800 კვ. მ ფართობზე მოეწყო და გამგეობის ბიუჯეტიდან 155 960 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები