დიდუბეში „კარაჩაროვის“ ლიფტების ჩანაცვლების პროცესი გრძელდება

დიდუბეში  „კარაჩაროვის“ ლიფტების ჩანაცვლების პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე, დიდუბის რაიონის გამგეობამ აღნიშნული პროექტი ხუთ ამხანაგობაში განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 194 101 ლარი გამოიყო.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს, ჯამურად,  „კარაჩაროვის“ ლიფტები ახალი, თანამედროვე ლიფტებით 21 ამხანაგობაში ჩანაცვლდა. აღნიშნული პროექტიის განხორციელების შედეგად, მოსახლეობის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდა.
ლიფტების ჩანაცვლების პროექტი დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები