გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს.
კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე წელს გამწვანების მასშტაბური სამუშაოები გაგრძელდა. აღნიშნულ მონაკვეთზე 253 ძირი ჭადრის ხე დაირგო. ამასთან, გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, ტროტუარზე ხის დასარგველ ადგილას არსებული ასფალტის საფარი ამოიჭრა და თარგებში ნოყიერი მიწის ნაზავის შეტანის სამუშაოებიც განხორციელდა.