ჭავჭავაძის N24-ში წყალსაწრეტი მილების მონტაჟი მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება. ამჯერად, ჭავჭავაძის N24-ში ახალი წყალსაწრეტი მილების მონტაჟი მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 8 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – დავით კვინიკაძე შეხვდა.