ჟღენტის N5ა-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და მიმდინარე წლის გეგმის გათვალისწინებით, ჟღენტის N5ა-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა. ტერიტორიაზე კეთილმოეწყობა საბავშვო მოედანი და დამონტაჟდება სხვა შესაბამისი საპარკე ავეჯი, დაირგვება მცენარეები. პროექტის ღირებულება 94 000 ლარია.

ადგილობრივ მცხოვრებებს ვაკის რაიონის გამგელის მოვალეობის შემსრულებელი – დავით კვინიკაძე შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები