დიდუბეში სპორტული მოედნების აღდგენა მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფარგლებში, დიდუბესა და დიღომში სპორტული მოედნების რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია შვიდ სპორტულ მოედანს ჩაუტარდა.
სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.
სპორტული მოედნების აღდგენის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პე ბე“ 81 342 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს.