თბილისში ზღვისუბნის ერთ-ერთი კორპუსის სახურავსა და წყალსაწრეტ სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის IV კვ. N7 კორპუსის სახურავსა და წყალსაწრეტ სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 080 კვ.მ ფართობზე შესრულდა, ასევე, 200 გრძივი მეტრი წყალსაწრეტი მილები შეიცვალა.
პროექტის ღირებულება 37 146 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები