დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-10 და მე-17 კორპუსების მიმდებარედ ასფალტის მოწესრიგება მიმდინარეობს

თბილისში, კერძოდ, დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-10 და მე-17 კორპუსების მიმდებარედ ასფალტის მოწესრიგება მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, კონტრაქტორი კომპანია ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟს ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, 2330 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, ასევე, 420 გრძ.მ ბორდიური მოწესრიგდება.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 82 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები