ქუთაისში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
ქუთაისში, ბინაში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ნიკეას დასახლებაში მოხდა.
ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.