ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი სტრატეგია არის სწორი, ჩვენ ვამკაცრებთ აღსრულებას

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე NYT-ისა და Financial Timeს-ის კვლევებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბრისას მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, „შავ პარასკევს“ განვითარებული მოვლენები, ზაფხულში მოხსნილი შეზღუდვები და მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების აღსრულების ხარისხი.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ჩვენმა მოქალაქემ გაითვალისწინოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება და თუ ეს მთავრობისთვის ან აღმასრულებელი სტრუქტურებისთვის არის შეუმჩნეველი, რომ ჩვენ ვიკრიბებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვატყუოთ ვირუსი. ვირუსი არის ჩვენთან, ვირუსი არის უხილავი და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია არის აბსოლუტურად სწორი. ჩვენ ვამკაცრებთ აღსრულებას.

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პირბადის ტარება არის 95%-ზე მაღალი და ჩვენ მხოლოდ ახლა მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა გაიზარდა და გვაქვს 65%-იანი პირბადის ტარება. ეს არის კიდევ ერთხელ იმ დასკვნის საფუძველი, რომ მხოლოდ მთავრობა და ექიმების ან ეპიდემიოლოგები მხოლოდ ერთი გუნდი ამ ვირუსის დაძლევას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები