თოფურიძის ქუჩაზე, 7 000 კვ. მ. ფართობზე სარეკრეაციო სივრცე მოეწყო

საბურთალოზე, თოფურიძის ქუჩაზე, დაახლოებით, 7 000 კვ. მ. ფართობზე სარეკრეაციო სივრცე მოეწყო. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო ფიტნეს-ზონა, საფეხმავლო ბილიკი, LED-სანათები, იაპონური სტილის საჩრდილოები, აუზი, განთავსდა საფეხმავლო ხიდი და დაირგო ახალი ხე-მცენარეები.

„დაახლოებით, 7 000 კვ. მ. ფართობზე სივრცე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მოსახლეობამ გამოთქვა სურვილი, რომ მომხდარიყო კეთილმოწყობა და განახლება, როგორც ეს სხვა რაიონებში გაკეთდა. ძალიან ლამაზი პროექტი გამოვიდა, დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო ფიტნეს-ზონა, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი, LED-სანათები, განთავსდა სხვადასხვა სახის ინვენტარი, მათ შორის, იაპონური სტილის საჩრდილოები, მოეწყო აუზი, რომელიც მანამდე დანგრეული და გაუბედურებული იყო და, ასევე, ამ აუზზე განთავსდა საფეხმავლო ხიდი. დაირგო ახალი ხე-მცენარეები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. 2021 წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების შექმნა და არსებული სივრცეების რეალიბიტაცია იქნება, რათა ბევრი ისეთი ადგილი შევქმნათ, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელს ექნება განტვირთვის შესაძლებლობა”, – აღნიშნა კალაძემ და საბურთალოს რაიონის გამგებელს, გიზო ვასაძესა და მის თითოეულ თანამშრომელს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები