ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-5 შესახვევის N1-ში ახალი ლიფტი მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-5 შესახვევის N1-ში უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ახალი ლიფტი მოაწყო.
მოსახლეობას კორპუსში ლიფტის არარსებობა 25 წლის განმავლობაში პრობლემას უქნიდა.
სამუშაოები კომპანიამ “ტექსერვის +“ განახორციელა.
პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 61 000 ლარით დაფინანსდა.
შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები