ჩანჩიბაძის N5-ში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკალათბურთე მოედანი ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, ჩანჩიბაძის N5-ში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკალათბურთე მოედანი ეწყობა.
450 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე, საკალათბურთო მოედანთან ერთად, განთავსდება ტრენაჟორები, საპარკე ინვენტარი და დაირგვება ხე-მცენარეები.
მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი – ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო.
სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 133 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები